კახეთის პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტი გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 15 იანვარი 2026, 10:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.ი. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ყაზბეგის ქუჩაზე, ფარულად დაეუფლა 1957 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და გ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ავტომობილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“
ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს
ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით
არქივი