ირანში დაკავებულ 26 წლის ახალგაზრდას სიკვდილით აღარ დასჯიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 15 იანვარი 2026, 12:30

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით აღარ დასჯიან. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, სოლთანი ქალაქ კარაჯის ცენტრალურ პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მას ბრალად „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებას, შეთქმულებაში მონაწილეობასა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩართვა“ ედება, რაც პატიმრობას და არა სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

პრკორატურა განმარტავს, რომ ახლაგაზრდა აქტივისტის სიკვდილით დასჯა თავიდანვე არ იყო დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სოლთანის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, რამაც ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ქალთა უფლებებზე რეზოლუციის პროექტს, სადაც ტრანსგენდერი ქალების სრულფასოვან ქალებად აღიარებაზეც არის საუბარი
ეკა სეფაშვილი გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) სესიაზე სიტყვით გამოვიდა
დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“
ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
არქივი