სუს-მა მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელებული სავარაუდო კიბერთავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 15 იანვარი 2026, 12:52

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შესული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

„სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება - სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“
ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს
ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით
არქივი