სენატორი ჯინ შაჰინი: პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 16 იანვარი 2026, 20:02

პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა პირდაპირ ჩვენი ორი უდიდესი მოწინააღმდეგის - რუსეთისა და ჩინეთის - ინტერესებში შედის - პუტინი მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევს ნატოს გახლეჩას ან ყურადღებისა და რესურსების გადატანას უკრაინის საკითხიდან, - განაცხადა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

„თუ ჩვენ სერიოზულად განვიზრახავთ რუსული გავლენის შეზღუდვას არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ, ამის ყველაზე ეფექტური გზა უკრაინაში პუტინის ომის დამარცხებაა. სწორედ ამიტომ არის გრენლანდიის ირგვლივ მიმდინარე დებატები სრულიად უაზრო“, - აღნიშნა მან კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

სერნატორის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე აქვს ის, რაც სჭირდება, მათ შორის გრენლანდიასთან მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც 1951 წლით თარიღდება.

„ერთ დროს ამერიკის შეერთებული შტატები გრენლანდიაში ჩვიდმეტ ბაზას ფლობდა და სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ მათგან თექვსმეტი აღარ იყო საჭირო“, - განაცხადა შაჰინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი: პოლონეთი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა, თუმცა ვასალი არ იქნება
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“
ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
რუსეთის ვიცე-პრემიერი: მოსკოვი საქართველოსთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას განიხილავს
ლევან მახაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებებზე: ევროპის წევრი სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას განსხვავებული პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით
არქივი