POLITICO: ევროკავშირის ელჩებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად არის განკუთვნილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 03 თებერვალი 2026, 19:18

ევროკავშირის ელჩებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად არის განკუთვნილი. ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს ოთხმა დიპლომატმა განუცხადა.

„შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება,“ - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.

„მოლაპარაკებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას აპრილში ფული ამოეწურება; მას ფინანსები სჭირდება როგორც სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად“, - წერს POLITICO.

ელჩებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მთავარი მიზეზი ისაა, თუ რა სახის წვდომა ექნებათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კომპანიებს იმ შესყიდვებზე, რომლებიც ამ სესხით დაფინანსდება. სავარაუდოდ, მესამე ქვეყნებს მოუწევთ სესხის დაფინანსებაში წვლილის შეტანა, თუკი მათ ამ პროცესში მონაწილეობა სურთ.

შეხვედრის მიზანი ასევე იყო ბრიტანული კომპანიებისთვის გზის გახსნა მონაწილეობის მისაღებად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გაერთიანებულმა სამეფომ ვერ მოიპოვა წვდომა იარაღის შესყიდვისთვის განკუთვნილ ცალკეულ, 150 მილიარდი ევროს ღირებულების SAFE პროგრამაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი სათავეში ედგა წინააღმდეგობას მესამე ქვეყნების ჩართულობის მიმართ, პარიზი აცხადებს, რომ მას გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობა სურს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი