პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 09 თებერვალი 2026, 17:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

განსახილველი საკითხია განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება თბილისისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ.

შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, რაც აკადემიურ საბჭოს აქვს გადაწყვეტილი, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას. ვესაუბრებით და შემდეგ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა დავით გურგენიძემ მედიის წარმომადგენლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი