მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 10 თებერვალი 2026, 11:30

Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების ორ მესამედზე მეტს 50-ზე ნაკლები ქულა აქვს, რაც კორუფციის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს. მხოლოდ 31 ქვეყანამ შეძლო მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა 2012 წლის შემდეგ, მაშინ როცა დანარჩენ ქვეყნებში მდგომარეობა უცვლელი ან გაუარესებულია.

ამ ფონზე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს, რაც ქვეყანას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთ უკეთეს პოზიციაზე აყენებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
არქივი