სტივ უიტკოფი: ირანელებმა მოლაპარაკებების დროს თქვეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 03 მარტი 2026, 09:30

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიკტოფმა ირანელებთან წარმოებული მოლაპარაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს თეირანის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ.

როგორც უიტკოფმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს ირანელებმა მას უთხრეს, რომ მათ 60%-ით გამდიდრებული 460 კილოგრამი ურანი აქვთ, რაც ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

„პირველი შეხვედრის დროს, ორმა ირანელმა მომლაპარაკებელმა პირდაპირ მითხრა, ყოველგვარი მორიდების გარეშე, რომ მათ 60%-ით გამდიდრებული 460 კილოგრამი [ურანი] აქვთ და მათ 11 ატომური ბომბის შექმნა შეუძლიათ. ასე დაიწყეს მათ მოლაპარაკებები“, - თქვა უიტკოფმა.

მისი თქმით, ირანელები ამით ამაყობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი