ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება გაართულოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 03 მარტი 2026, 14:23

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, მათ შორის Patriot-ის რაკეტების მიღებაში ხელი შეუშალოს.

იტალიურ მედიასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირეების სამხედრო საჭიროებებმა, შესაძლოა, კიევისთვის ხელმისაწვდომი შეიარაღება შეამციროს.

„შესაძლოა, ჩვენ რაკეტებისა და იარაღის მიღების თვალსაზრისით, რომელიც ცის დასაცავად გვჭირდება, სირთულეებს გადავაწყდეთ. ამერიკას და მის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, თავად დასჭირდეთ, მაგალითად, Patriot-ის სისტემის რაკეტები“, - თქვა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი და უკრაინა ამერიკულ იარაღს PURL-ის პროგრამით იღებენ. ევროპელები ამერიკელებს ფულს უხდიან, რის შემდეგაც ვაშინგტონი კიევს იარაღს აწვდის.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპის უსაფრთხოებაში საკვანძო როლს ასრულებს.

„ჩვენ თქვენი დაცვაც ვართ და ევროპელებს ეს ესმით; ისინი ჩვენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან გვეხმარებიან“, - დასძინა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი