ტრამპმა ზელენსკის შოუმენი უწოდა: მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა უკრაინელი ბარნუმის (ზელენსკისთვის) ყველაფრის გადაცემაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 03 მარტი 2026, 15:33
აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი, არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი დონის ან საუკეთესო - როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ გვაქვს ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი,  -  წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელში.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპი აცხადებს, რომ ამ იარაღებით, შესაძლებელია, ქვეყანამ "სამუდამოდ" იომოს, აშშ-ის მარაგები შევსებულია და დიდი გამარჯვებისთვისაც მზად არის. 

მან ასევე ჯო ბაიდენი დაადანაშაულა უკრაინისთვის ბევრი ძვირადღირებული იარაღის უკრაინისთვის უფასოდ გადაცემაში, ზელენსკი კი მე-19 საუკუნის ცნობილ ამერიკელ შოუმენ ფინეას ტეილორ ბარნუმს შეადარა. 

"ომები შეიძლება „უსასრულოდ“ და ძალიან წარმატებითაც კი წარიმართოს მხოლოდ ამ მარაგებით (რომლებიც სხვა ქვეყნების საუკეთესო შეიარაღებაზეც უკეთესია!). უმაღლეს დონეზე კარგი მარაგი გვაქვს, თუმცა, ჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა ვიყოთ. დამატებით, მაღალი კლასის მრავალი შეიარაღება ჩვენთვის შენახულია საზღვარგარეთ. მძინარე ჯო ბაიდენმა მთელი თავისი დრო და ჩვენი ქვეყნის ფული დახარჯა იმაზე, რომ ყველაფერი - ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადაეცა უკრაინის „ბარნუმისთვის“ (ზელენსკი!) და როცა ამდენი უმაღლესი დონის შეიარაღება უფასოდ გასცა, არც კი იზრუნა მის ჩანაცვლებაზე. საბედნიეროდ, მე პრეზიდენტობის პირველ ვადაში აღვადგინე სამხედრო ძალები და ამას ახლაც ვაგრძელებ. შეერთებული შტატები მომარაგებულია და მზად არის დიდი გამარჯვებისთვის!" - წერს დონალდ ტრამპი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი