დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 03 მარტი 2026, 18:02

არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას.

„ხალხის ძალის“ წევრმა, აღნიშნა, რომ რეგიონი ამ ვითარებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

„ეს კითხვები გაჩნდა ჯერ კიდევ ვენესუელასთან მიმართებით, ახლა იბადება ირანთან მიმართებით და თვით კოალიციის წიაღშიც კი არ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულად მოქმედებს იგივე ამერიკის შეერთებული შტატები თუ იგივე ისრაელი. საუბარი იმაზეა თუ ვის რა ინტერესები აქვს და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს - აწყობს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას და პირადად დონალდ ტრამპს ფართომასშტაბური და გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებები ირანში. ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების შესახებ წინადადება უარყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
არქივი