გია ხუხაშვილი სუს-იდან გამოსვლის შემდეგ: მე რომ მქონოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რა თქმა უნდა ვეტყოდი უსაფრთხოების სამსახურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 10 მარტი 2026, 18:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. სუს-ს კითხვები ხუხაშვილთან, მის მიერ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე და ამ პროცესების ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდა.

„საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად გუშინდელ ეთერს. საფრთხეები არის განცხადებებიდანაც, მაგრამ უფრო დიდი საფრთხეები არის ის, რაც მოსალოდნელია ამ ომის ფონზე. ემსახურება ზუსტად იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინოს იმ რისკების პრევენცია, რაზეც მე ვსაუბრობ. მე ახალს სუსს დღეს ვერაფერი ვეტყოდი, მე რომ მქონოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რა თქმა უნდა ვეტყოდი უსაფრთხოების სამსახურს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო იმყოფებოდა, სადაც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი