დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 14 მარტი 2026, 23:33
„ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს," - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტმა შეძლო მხოლოდ ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. 

„მატყუარა ტელევიზიამ სამი თვე იწვალა სიუჟეტის გასაკეთებლად და რასაც თავი მოაბა, ეგაა. ტყუილს ტყუილი დააშენა და კომენტარებიც ისე დაჩეხა, ბოლოს „აჯაფსანდალიც" არ გამოუვიდა. საკუთარ ეზოში ერთი ავტომობილის, ძველი ფარეხის კანონიერი რეაბილიტაცია, რომლის ყველა პროცედურა დაცულია და ერთი კი არა, ორი ნებართვა არსებობს, მათ უკანონო, ახალ, გრანდიოზულ მშენებლობად გაასაღეს, არარსებული ჯარიმა მოგვაწერეს და სკანდალისთვის, როცა თავადაც მიხვდნენ, რომ საკმარისი ვერ იქნებოდა, სადაც კი ვინმეს შესაძლო გადაცდომა იპოვეს, ჯიუტად ცდილობდნენ, ყველაფერი ჩემთვის „მოეწერათ". მათ სისაძაგლეს საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც ჩემი რეპუტაციის შელახვის სხვა მსურველების ქმედებას, რომლებიც სხვისთვის გათხრილ ორმოში ხშირად თავად ვარდებიან. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს. ისე, ცნობისთვის, ქართულ სასაუბრო ენაში „დოლენჯი" ტყუილს, სისულელეს და არასერიოზულ საქციელს ნიშნავს,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი