„ჩვენ ძალიან მალე წავალთ.“ ტრამპმა დააანონსა ომის დასრულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
163 01 აპრილი 2026, 08:58
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ორ-სამ კვირაში შეწყვიტოს ირანზე სამხედრო იერიშები და რომ თეირანს კონფლიქტის დასრულებისთვის აუცილებელი არ არის წინასწარ შეთანხმების გაფორმება. ამის შესახებ BBC წერს.

მხოლოდ ორი დღის წინ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი იყო მიღწეული და მათი ჩაშლის შემთხვევაში დამანგრეველი დარტყმით იმუქრებოდა.

Reuters-ის შეფასებით, ტრამპის ახალი განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად წინააღმდეგობრივი და ზოგჯერ ბუნდოვანია ვაშინგტონის პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს უკვე მეხუთე კვირაში მიმდინარე ომი.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე, აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებს ერისადმი მიმართვაში.

„ჩვენ ძალიან მალე წავალთ,“ - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სამშაბათს. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს „ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში“.

კითხვაზე, არის თუ არა წარმატებული დიპლომატია აუცილებელი პირობა აშშ-ის ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დასრულებისთვის, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა.

„ირანს არ სჭირდება შეთანხმების გაფორმება, არა,“ - თქვა მან. - „არა, მათ არ სჭირდებათ ჩემთან შეთანხმება.“

ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე მიაღწია იმ მიზნებს, რომლებიც ირანზე საჰაერო დარტყმების დაწყებისას, თებერვლის ბოლოს დაისახა - ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობის შეზღუდვა - და ახლა აშშ „საქმის დასრულებას“ ახორციელებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება „შეთანხმებას ითხოვს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მერცი - ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ
ისრაელში აცხადებენ, რომ ქვეყანა ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია
ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის
პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა
არქივი