პრემიერი: მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარჯეფექტიანად განხორციელდება, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 08 აპრილი 2026, 12:08

საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით.

„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მლნ დოლარი. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25 %-ზე მეტით შემცირდა - 52.5 მლნ დოლარით.

შედეგად უახლოეს დღეებში, აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით. საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ შემთხვევაში 52.5 მლნ დოლარი დაუზოგა“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი