ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ინფორმაცია არ იცვლება, ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უბრალოდ უპატივცემულობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 08 აპრილი 2026, 17:28

ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ განთავსებულ ინფორმაციას უპატივცემულობას უწოდებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტით ჩანაცვლებას ერთი წუთი სჭირდება.

„როგორც ნახეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს ინფორმაცია არ იცვლება, რაც პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უბრალოდ უპატივცემულობას. ერთი წუთი სჭირდება, რომ ინფორმაცია შეიცვალოს ტექნიკურად ვებგვერდზე. ამის ახსნა 21-ე საუკუნეში არავის სჭირდება. როცა რამდენჯერმე არის ეს საკითხი დაყენებული სამინისტროს მიერ და ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა“, - მიიჩნევს სამხარაძე.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით უკვე ორი წელია მონაცემებს არ აახლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილია მითითებული, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. საქართველო ამ მონაცემების შეცვლას ითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგრეო უწყებას ორი ნოტა და ოფიციალური წერილი გაუგზავნა, თუმცა ოთხკვირიანი ვადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ითხოვა, ისე ამოიწურა, რომ მონაცემები უცვლელი დარჩა.

„ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა - აწვდიან თუ არა ისინი გერმანიის საგარეო უწყებას საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი