ზაალ მიქელაძე: მჯერა, უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 08 აპრილი 2026, 17:31

მომავალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის ქადაგებას ყოველდღე ისმენდნენ, გადაწყვეტილების მიღების დროს გონიერება იქნება გადამწყვეტი და გააკეთებენ ადეკვატურ არჩევანს,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა.

„მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა. დიახ, ის ჩემი პატრიარქი იყო, რადგან მთელი ჩემი ცხოვრების გზა მასთან ერთად გავიარე, ისევე როგორც თაობებმა – ამ ქვეყანაში. ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს მისი ყოველი სიტყვა და ახლა თანდათან რომ ვიხსენებ მის ამა თუ იმ ქადაგებას, ვხვდები, თუ რამდენად შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო და როგორ გვექცევა მისი გაფრთხილებები რეალობად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის ქადაგებას ყოველდღე ისმენდნენ, გადაწყვეტილების მიღების დროს გონიერება იქნება გადამწყვეტი და გააკეთებენ ადეკვატურ არჩევანს.
თავისთავად, აქვე ვიტყვი, რომ ხელისუფლება ამ საკითხში არანაირად არ ერევა, თუმცა ოპონენტებს აქვთ მცდელობა, მონახონ რამე კავშირი მაინც. როდესაც საჯაროდ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ ჩაერიონ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაში, აქ უკვე ჩანს მათი მიზნები, ისინი ააქტიურებენ ამ თემას, რათა საკუთარი აზრი თავს მოახვიონ რიგით მოქალაქეებს და ატეხონ ქარიშხალი იქ, სადაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თავად სურთ, აქტიურად ჩაერიონ - ვიღაცის ასაკს ძიობენ, ვიღაცის ბიოგრაფიას თუ ისტორიას. ამ დროს იციან, რომ ეს მათი საქმე კი არა, იმ გამორჩეულთა საქმეა, ვისაც ახლა სინოდის წევრები ჰქვიათ. სინოდის კრებაში მონაწილეობისთვის იმ ადამიანის დაბრუნებასაც ითხოვენ, ვინც თავის დროზე განდევნეს ეკლესიიდან. არ მინდა ამ ადამიანის სახელი გავაჟღერო, მან ხომ ყველაზე დიდი სიბინძურე დასწამა პატრიარქს, შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის წლებიც კი შეუმოკლა უნეტარესს ასეთმა უდიერმა მოპყრობამ,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
22 აპრილიდან, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მცხეთაში დასავლეთიდან, ნარეკვავის მხრიდან შემოსავლელი გზა 15 დღით დაიკეტება
არქივი