დონალდ ტრამპი: მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 20 აპრილი 2026, 23:19

მე ვიგებ ომს, დიდი უპირატესობით, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენი სამხედროები საოცრად მოქმედებენ, თუმცა, „ყალბ ამბებს“ თუ წაიკითხავთ - როგორიცაა წარუმატებელი New York Times-ი, აბსოლუტურად საშინელი და გულისამრევი Wall Street Journal-ი, ან ახლა უკვე თითქმის უფუნქციო (საბედნიეროდ) Washington Post-ი - თქვენ ნამდვილად იფიქრებდით, რომ ომს ვაგებთ. მტერი დაბნეულია, რადგან ისინიც კითხულობენ მედიის ამ „რეპორტაჟებს“, თუმცა ამავდროულად აცნობიერებენ, რომ მათი ფლოტი სრულად განადგურებულია, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები გადამალულია, მათ აღარ აქვთ ანტისარაკეტო თუ საზენიტო აღჭურვილობა, მათი ყოფილი ლიდერების უმეტესობა კი აღარ არის (ეს ყველაფერთან ერთად, რეჟიმის ცვლილებაც იყო!). და რაც, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია - ბლოკადა, რომელსაც არ მოვხსნით, სანამ არ იქნება „გარიგება“, აბსოლუტურად ანადგურებს ირანს“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ისინი [ირანელები] დღეში 500 მილიონ დოლარს კარგავენ, რაც წარმოუდგენელი ციფრია და რისი გაძლებაც მოკლევადიან პერსპექტივაშიც კი შეუძლებელია. ანტიამერიკული „ყალბი ამბების“ მედია ირანის გამარჯვებას გულშემატკივრობს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან სათავეში მე ვარ! ზუსტად ისევე, როგორც ეს არაპატრიოტი ხალხი თავისი შეზღუდული ძალების ყოველ ნაწილაკს ჩემ წინააღმდეგ არჩევნებში საბრძოლველად იყენებდა, ისინი ახლაც იმავეს აგრძელებენ ირანთან მიმართებით. შედეგი იგივე იქნება“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი