მერცი: ახალ არჩევნებზე ნურც იოცნებებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 06 მაისი 2026, 10:51
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, თავისი კანცლერობის პირველი წლისთავის წინ და მთავრობის რეიტინგების რეკორდული ვარდნის ფონზე, კატეგორიულად უარყო როგორც მთავრობის ფორმირების, ისე ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების შესახებ სპეკულაციები.

„ნურავინ ნურც კი იოცნებებს ახალ არჩევნებზე. ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ქვეყანა საარჩევნო კამპანიის დროს, თანაც ასეთი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შეძლებს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ახლა გვჭირდება?“ - იკითხვა მერცმა ბერლინში, CDU-ის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე.

კანცლერმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ 2035 წლისთვის გერმანია სრულიად სხვაგვარი ქვეყანა იქნება და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობას ნდობა ჩაანაცვლებს, მიუხედავად დღევანდელი კრიტიკული განწყობებისა.

„მოკლედ რომ ვთქვა, ქალბატონებო და ბატონებო, მე მჯერა, რომ 2035 წლის გერმანია იქნება ქვეყანა, რომელსაც კვლავ სჯერა საკუთარი თავის; ქვეყანა, რომელიც თავისუფალია, უსაფრთხოდ რჩება და მომავალ თაობებს კეთილდღეობას უნარჩუნებს“, - განაცხადა კანცლერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
არქივი