მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 07 მაისი 2026, 00:23

ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, ხვალ და ზეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს, სად ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, რა დროსაც კიდევ უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს ინტერესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები პოზიტიურ ჩარჩოებში მოექცეს.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები, ვერავინ უარყოფს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურადაც და რა თქმა უნდა სუბიექტური ინტერესი არსებობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერდა თუ გაუქმდა. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს შეხვედრებისა და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე ისაია - საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება
მეუფე ზოსიმე - მგონია, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა - უწმინდესი შიო ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიას
ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას
პატრიარქი შიო III - ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა - ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ
არქივი