მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 07 მაისი 2026, 00:51

ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული.

„ქალბატონ რასას [იუკნევიჩიანე] და ესეც არ არის ერთი კონკრეტული პიროვნება, მისი დღე და ღამის საფიქრალი საქართველო, მისი ქმედებებიც გარკვეული დღის წესრიგის ნაწილია. მიზანი იყო აქ ერთი, ეს ხელისუფლება უნდა ჩანაცვლებულიყო, როგორც არ უნდა ყოფილიყო, რაიმე გზით უნდა მომხდარიყო ამ ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად. ვერც სხვა დედაქალაქებში. ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული დღის წესრიგი. დღეს რა ვქნათ, როგორ დაეხმაროს რასა და როგორ დაეხმაროს ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს დღის წესრიგი ხომ აშკარად არის ისევ და ისევ მათთვის, რომ როგორმე მოახერხონ „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება იმიტომ, რომ ვიღაცისთვის ეს არ არის სასურველი ხელისუფლება საქართველოში.

საუკეთესო გზა მათთვის დღეს დარჩა ის, რომ ჩვენ საერთოდ გაგვაქრონ, დაგვასანქცირონ, პირზე ხელი აგვაფარონ, აღარ ვილაპარაკოთ, ტელევიზიაში არ იყო. საერთოდ შენი ხმა არ უნდა ისმოდეს. „ქართული ოცნების“ ხმა არ უნდა ისმოდეს ხომ? ამ ჯგუფის მიერ გადადგმული ნაბიჯები მთლიანად იყო აქეთკენ მიმართული. აბა რას ემსახურებოდა მაგალითად ევროკავშირის პარლამენტის შეხვედრებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის დემონსტრაციულად არ დაპატიჟება?!“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე - გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
ელინა ვალტონენი - მხარს ვუჭერთ ქართველებს და გვაქვს მომავლის იმედი, მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ახლო მომავალში საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად იზრუნოს ხალხის თავისუფლებაზე
მეუფე შიო: დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ჩაერთოს ხელოვნურ ან საზოგადოების გახლეჩისკენ მიმართულ იდეოლოგიურ დაპირისპირებებში, მადლიერებას გამოვთქვამ სლოვაკეთის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის
არქივი