მაკა ბოჭორიშვილი: სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, იმისთვის რომ იყოს შეხვედრების და პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 07 მაისი 2026, 01:16

გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი, სადაც მხარეები მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

„ველით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციებს, ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი. გვექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს - სად ვართ, სად ვდგავართ და რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები. მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, სადაც კიდევ უფრო მეტად სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ერთი სიტყვით გარკვეული დინამიკა არის და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში”, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ინტერესების განხილვა და თანამშრომლობის ფორმატზე მუშაობა.

„ჩვენ არ დაგვიმალავს ჩვენი პოზიციები და დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვერავინ ვერ უარყოფს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების როლს ჩვენს რეგიონშიც და გლობალურად და რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური ინტერესი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები იყოს კარგი. ჩვენ გვქონდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც წინა ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული თუ გაუქმებული და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ჩვენი ურთიერთობები მოექცეს პოზიტიურ ჩარჩოებში და ეს იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ჩვენს ინტერესებზე - რა ინტერესები აქვს საქართველოს, რა ინტერესები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, სად ვხვდებით ერთმანეთს, სად არის გადაკვეთის წერტილები და რა არის ის ჩარჩოები, რა ჩარჩოებშიც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა განვავითაროთ. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მუშაობა. სჭირდება ძალიან ბევრი გაცვლა პოზიციების და ძალიან სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ იყოს ამ შეხვედრების და ჩვენი პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე - ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით
საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს
საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დასრულდა
სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება - სლოვაკეთში, თვეში ერთხელ, ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს
არქივი