ხუთ მოქმედ და ყოფილ ძალოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 10 მაისი 2026, 13:27

ხუთ მოქმედ და ყოფილ ძალოვანს, რომლებიც 2024 წლის აპრილსა და ნოემბერში საპროტესტო აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილს, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატიმრობა შეეფარდათ.

მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

„ამ დროის განმავლობაში ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა ასობით მოწმე, ასევე გამოთხოვილი იყო ათობით საათის ვიდეოჩანაწერი. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ არის. უდიდესი სამუშაო იყო გაწეული და სწორედ ამის შედეგია, რომ ამ შემთხვევაში 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპისთვისაც გრძელდება“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ გირაოს ითხოვდა.

„დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს. დაცვის მხარე ვშუამდგომლობდით სასამართლოს წინაშე, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, იმ გარემოებების გამო, რომ მას არ უცდია და არც აპირებდა მიმალვას, ასევე მოწმეებზე რაიმე სახის ზეწოლა არ მოუხდენია. პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ბრალდებულმა მისცა საგამოძიებო ორგანოს დეტალური ჩვენება, სადაც აღნიშნა კიდევ, რომ ვინმეს მხრიდან დავალებას ადგილი არ ჰქონია და დანაშაული მხოლოდ მან ჩაიდინა“, - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე ტატუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
არქივი