სამების ტაძარში მზადება მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის, სადაც ხვალ ახალ პატრიარქს აირჩევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
111 10 მაისი 2026, 14:36

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის სამზადისი დაიწყო.

მანამდე საკვირაო წირვა-ლოცვა ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ მღვდელმთავრები.

კერძოდ, სამების საკათედრო ტაძარში უკვე მიიტანეს ჯებირები, ამასთან, როგორც ცნობილია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დამონტაჟდება ხმის გამაძლიერებლებიც.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა - მოგვიანებით საზოგადოებისთვის ჩანაწერი გავრცელდება.

კენჭისყრა სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ჩატარდება.

სხდომაზე სამი საპატრიარქო კანდიდატის ეპარქიის თითოეული წარმომადგენელი სიტყვით გამოვა.

თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს - ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური არ გაიმართება.

„თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს 20 ხმას, მაშინ უპირატესი რჩება და მათ შორის იქნება კენჭისყრა და 39 ეპისკოპოსი ამ ორს შორის ამოირჩევს”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
არქივი