დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
254 13 მაისი 2026, 09:21

საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ეს არის დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბური გამოკვლევა მსოფლიოში. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა დადებითად არის შეფასებული. (გვ 26)

რაც შეეხება საკუთრივ დემოკრატიის აღქმის ინდექსს, ევროპაში შვედეთი, ნორვეგია და დანია და ლიდერობს, ხოლო ყველა ცუდი შეფასება ევროპის მასშტაბით უკრაინას, რუმინეთს, რუსეთს, საფრანგეთს, სერბეთს და საბერძნეთს აქვს. დემოკრატიის აღქმის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროპის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს: პორტუგალიას, ლიეტუვას, საფრანგეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, თურქეთს, მოლდოვას, უკრაინას და ა.შ.

საქართველო იმ ქვეყნების საუკეთესო ათეულშიც მოხვდა, სადაც არჩევნების გავლენა დადებითად არის შეფასებული. ამ თვალსაზრისით საქართველო ევროპის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების საუკეთესო სამეულშია უნგრეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროპაში კი მეორე ადგილს იკავებს. (გვ 20)
დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში გლობალური აღქმის ინდექსიც გამოქვეყნდა. გლობალური აღქმის ინდექსი ეფუძნება მსოფლიოს მასშტაბით 46,667რესპონდენტის შეფასებებს, რომლებიც გამოიკითხნენ 2026 წლის 19 მარტიდან 21 აპრილამდე. კვლევა, მსოფლიოს 85 ქვეყანაში აკვირდება ადამიანებს, თუ როგორ უყურებენ ისინი 132 ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას, აფასებენ დადებითად თუ უარყოფითად. ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გლობალურ რეიტინგში ევროკავშირი 47-ე ადგილზე გავიდა, ნატო 90-ე პოზიციაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი 118-ე ადგილზე. პოზიტიური შეფასებით საქართველო უსწრებს ევროპის, ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ სახელმწიფოს: საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, თურქეთს, უნგრეთს და ა.შ.

დემოკრატიის აღქმის ინდექსი (DPI) მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კვლევაა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები დემოკრატიას, 2026 წლის გამოცემა გვთავაზობს დემოკრატიის მიმართ გლობალური დამოკიდებულების უპრეცედენტო შედარებას 98ქვეყანაში. შედეგები ეფუძნება ეროვნულად წარმომადგენლობით ინტერვიუებს 98 ქვეყნიდან 94,146-ზე მეტ რესპონდენტთან, რომლებიც ჩატარდა 2026 წლის 19 მარტიდან 21 აპრილამდე.საკუთრივ დემოკრატიის ალიანსის ფონდის თავმჯდომარეა ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი და დანიის პრემიერ-მინისტრი.

დემოკრატიის აღქმის ანგარიშთან დაკავშირებით რასმუსენმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მსოფლიოში შეერთებული შტატების აღქმის სწრაფი ვარდნა სამწუხაროა, მაგრამ არა „შოკისმომგვრელი“. ჩემთვის გაცილებით შემაშფოთებელია ის, რომ ბევრი ევროპელი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და საკუთარი შეკავების მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას.

დემოკრატია კვლავ მოთხოვნადია მთელ მსოფლიოში, მაგრამ ჩვენმა ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯი, რათა აჩვენონ, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებს კვლავ შეუძლიათ ამომრჩევლებისთვის ოპტიმიზმისა და იმედის ხედვის შეთავაზება.“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
არქივი