გივი მიქანაძემ მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება მიულოცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 20 მაისი 2026, 19:37

პირველ ექსპერიმენტულ და თბილისის 127-ე საჯარო სკოლებში ბოლო ზარის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა, სადაც მე-12 კლასელებს სწავლის დასრულება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მიულოცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სამახსოვრო წარწერები დაუტოვა და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე მათ წარმატებები უსურვა.

20 მაისს საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.

საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია, არსებობს. ამასთან დაკავშირებით, 20 მაისს სკოლები ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან, შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს აწყობენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
არქივი