დონალდ ტრამპი - ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება, ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 20 მაისი 2026, 20:38

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „გააკეთებს ყველაფერს“, რაც მას მოესურვება. მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით მისი და ნეთანიაჰუს აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

„ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მე მომინდება. ის ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მერილენდის საჰაერო ბაზაზე.

ამასთან, ტრამპმა ისრაელში კორუფციის გამო ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერს, სავარაუდოდ კარგად არ მოექცევიან.

„ის ომის დროინდელი პრემიერ-მინისტრია და უბრალოდ არ მგონია, რომ კარგად მოექცნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ისრაელის Channel 12-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპს და ნეთანიაჰუს გასული ღამით „ხანგრძლივი და დრამატული სატელეფონო საუბარი“ ჰქონდათ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
არქივი