Reuters: კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 20 მაისი 2026, 20:57

კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს აშშ-ში ბრალი წაუყენეს, - განუცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

ბრალის წაყენება ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, მიაღწიოს რეჟიმის შეცვლას კუბაში.

„ამერიკა არ შეეგუება მის სამშობლოდან სულ რაღაც ოთხმოცდაათი მილის დაშორებით ისეთი არაპროგნოზირებადი სახელმწიფოს არსებობას, რომელიც მტრულად განწყობილ უცხოურ სამხედრო, სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებს მასპინძლობს“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ორშაბათს განაცხადა, რომ კუნძული არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

94 წლის რაულ კასტროს ბრალდება, სავარაუდოდ, 1996 წლის ინციდენტს უკავშირდება. მაშინ კუბურმა გამანადგურებლებმა კუბელი ემიგრანტების ჯგუფის კუთვნილი თვითმფრინავები ჩამოაგდეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
არქივი