პაპუაშვილი: როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 03 ივნისი 2026, 14:19

ეჭვი მეპარება, რომ არსებობს კიდევ რომელიმე სახელმწიფო, სადაც შიდა სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც იყო საყოველთაო თავდასხმის ობიექტი, შემდეგ მას სტრასბურგში გაემარჯვა და ასეთი მაღალი სტატისტიკა იყოს, როგორიც საქართველოში გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა სასამართლო გადაწყვეტილება, ყველა საქმე, რომელზეც თავდასხმა იყო რადიკალური ოპოზიციის, ევროკავშირის ან აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან, ყველგან საქართველომ და მისმა მართლმსაჯულებამ მოიგო.

„არ მეგულება დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი ქვეყანა, რომელშიც საქმე ასეთ დიდ პოლიტიკურ რეესტრში არის აყვანილი, არის ყველა თეთრი, ფუმფულა ხალხის კრიტიკის ობიექტი და საბოლოო ჯამში ყველა ეს თეთრი, ფუმფულა ხალხი და ქვეყნები მარცხდებიან სტრასბურგის სასამართლოში.

როდესაც ბრიუსელი გვაკრიტიკებს სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, რუსთავი-2“-ის საქმეზე და ბოლოს ყველა ამ გადაწყვეტილებაზე ყველგან მარცხდება ბრიუსელი, ყველა შენი არგუმენტი განულებულია და შემდეგ იმალები ბავშვივით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
არქივი