გიორგი ვოლსკი რუბიოს განცხადებაზე: სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული. რეალობაში თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 03 ივნისი 2026, 23:27

სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი.

„ყველამ თავის მხარეს არ უნდა გადაქაჩოს საბანი, დავანებოთ ყველაფერს თავი, ამ პოლიტიკურ კინკლაობას. აი, კინკლაობა ეს არის, რასაც ისინი ცდილობენ, რომ განავითარონ. რეალობაში თქვა, [რუბიომ]რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. სერიოზული დამატებაა იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა“, - აღნიშნა მან.

რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
ევროკომისია მიესალმა ზელენსკის მოწოდებას პუტინისადმი, რომელიც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გამართვას ეხება
მიხეილ სარჯველაძე: პრემიერმაც აღნიშნა, რომ რაც არ უნდა იყოს დიუშენის სინდრომის საწინააღმდეგო მედიკამენტის ღირებულება, სახელმწიფო არ დაიხევს უკან
არქივი