ირაკლი კობახიძე: გამოვიდნენ ჯო უილსონი და ეკა გიგაური, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 04 ივნისი 2026, 12:49

გამოვიდა ჯო უილსონი, გამოვიდა ეკა გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი.

„რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ირანთან არის შემდეგი - ჩვენი ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს ეს სამარცხვინო ხალხი გამოდის და საუბრობს იმაზე, თითქოს საქართველო ეხმარება ირანს სანქციების გვერდის ავლაში. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. თქვენ ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე. ეს არის ჩემი მოწოდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ
მაკა ბოჭორიშვილმა სან ფრანცისკოს მერთან, დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა
პროკურატურა: პროკურატურა არავის მიმართავს მათთან საპროცესოს გაფორმების თხოვნით ან მოთხოვნით, პროკურატურა რეაგირებს ბრალდებულების კონკრეტულ განცხადებებზე
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა
არქივი