თვითმხილველთა ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელი ხელყუმბარითაა შეიარაღებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 09 სექტემბერი 2021, 16:40

რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ბანკში, სავარაუდოდ, 15-მდე ადამიანი აიყვანა მძევლად. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელმა ბანკიდან რამდენიმე მომხმარებელი და თანამშრომელი გამოუშვა, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციაში იმყოფებიან.  

თვითმხილველთა თქმით, სპორტული აღნაგობის თავდამსხმელს სახე დაფარული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეკავა, ის ბანკში შევარდა ყვირილით. ბანკის შენობიდან გაქცევა მოახერხეს თანამშრომლებმა, თუმცა, შენობაში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელია დატყვევებული.  

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია. 

 დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი მძევლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
კახა კალაძე რეზოლუციაზე: იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველოში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
არქივი