შს მინისტრი - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 09 სექტემბერი 2021, 20:49
მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, შსს-მ ყველაფერი სცადა, რომ ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი პირი უვნებლად დაეკავებინა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყვარელში პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დავაკავეთ, რა თქმა უნდა, იდეტიფიცირებულია. მადლობა ყველას, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ბანკის თანამშრომლებს, ვინც შიგნით იყო, მოქალაქეს. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა მადლობა ღმერთს, როგორც მძევლები ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს ადამიანიც უვნებლად დაგვეკავებინა და პასუხისგებაში მიგვეცა“, - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თავდამსხმელი სხვადასხვა თანხას ითხოვდა.

„ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა: „არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და არავინ დაშავებულა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თავის დროზე რომ ვერ დააკავეთ ბადრი ესებუა, არ ფიქრობთ, რომ დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში", შს მინისტრმა უპასუხა: "ნამდვილად არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ ნამდვილად".

ცნობისთვის, ყვარელში "საქართველოს ბანკის" შენობაში ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შსს-მ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა და თავდამსხმელი დააკავეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი