ევროკავშირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 10 სექტემბერი 2021, 09:27

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის.

ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა "ტვიტერზე" გააკეთა.

"შესანიშნავი ამბავი - ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, გააგზავნოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად",- წერს კალიურანდი "ტვიტერზე".

ინფორმაციისთვის, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი