გიორგი გახარია - „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა, სააკაშვილი საერთოდ აქტუალური პოლიტიკური ფიგურა არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
293 13 სექტემბერი 2021, 22:39
ჩამომსვლელი აქამდე ჩამოვიდოდა და სააკაშვილმა საერთოდ თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა, ეს ერთმნიშვნელოვნად „ოცნებასთან“ შეთანხმებულად იქნება გაკეთებული,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის გუშინწინდელი დღეა, სააკაშვილი საერთოდ აქტუალური პოლიტიკური ფიგურა არ არის და არც იყო არც ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით მხოლოდ და მხოლოდ „ოცნება“ აცოცხლებს. მე საერთოდ არ ვიცნობ მაგ ადამიანს და წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ როგორ აზროვნებს ეს ადამიანი, არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე ერთი რამ ვიცი, ჩამომსვლელი აქამდე ჩამოვიდოდა და სააკაშვილმა საერთოდ თუ გაბედა საქართველოსკენ გამოხედვა ეს ერთმნიშვნელოვნად „ოცნებასთან“ შეთანხმებულად იქნება გაკეთებული, როგორც ამნისტია გაუკეთეს მელიას და სამუდამოდ ჩააცვეს პოლიტიკური დევნილის მანტია, ზუსტად იგივე გაუკეთებენ მიშას, დარწმუნებული ვარ ამაში. ადამიანი გასამართლებულია და რა თქმა უნდა, უნდა დააკავონ, მაგრამ მელიას და რურუას თუ გაუკეთეს ამნისტია, ვითომ საერთაშორისო ზეწოლის ფარგლებში რა შეუშლით ხელს, რომ სააკაშვილსაც ამნისტია გაუკეთონ. გაუკვირდება ვინმეს?

„ნაციონალური მოძრაობა“ არის გუშინწინდელი დღე, „ოცნება“ სულ უფრო და უფრო სწრაფად მიემართება, რომ გახდეს გუშინდელი დღე და თან უნდა, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ დღეებში დაგვაბრუნონ და ჩვენ ეს არ გვინდა“, - განაცხადა გახარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი