მიხეილ სააკაშვილი: რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 15 სექტემბერი 2021, 14:51

რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს კომპანია დღესდღეობით მთლიანად რუსული ეფესბეს მიერ კონტროლდება.

„რუსულმა კომპანიამ, „ბილაინმა“, თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეეზბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეეზბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?“, – წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, „მე რუსთველი“ და „თუთარჩელა“, ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა Telegram-ის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
შსს: იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ
მამუკა მდინარაძე: მარტო იმიტომ გვიღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ამოვხსნათ პარადოქსული ამოცანა, რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახი რომ ფინანსდება, ევროპული და ამერიკული ფონდები იგივე ხოშტარიას და მის „დროას“ რატომ აფინანსებენ ამ ფულით
არქივი