პროკურატურამ 3 მოზარდის დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
119 15 სექტემბერი 2021, 19:42

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვან ლ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს, თბილისში 14 წლის ლ.შ.-ს და მის მეგობარს შელაპარაკება მოუვიდათ 15 წლის ბ.ხ.-სთან, 13 წლის გ.ბ.-სთან და 17 წლის გ.ს.-სთან. ურთიერთშელაპარაკების დროს ლ.შ.-მ, მოკვლის განზრახვით, სამივე პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ლ.შ. 14 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2ბ და მე-3ა პუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის შესაბამისად 16 წლამდე ბრალდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს”, - აღნიშნულია ინფორამციაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ესაა „ენჯეო“ სექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც თავის დასკვნაში ამბობდა, რომ არათუ მართალია გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - არ ვაპირებ, დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის უფლება მივცე, რადგან კარგი შედეგია, სააკაშვილი, როგორც თავად ამტკიცებდა, განუკურნებელი დაავადებებისგანაც კი განიკურნა
შალვა პაპუაშვილი - ბარიერთან დაკავშირებული არანაირი სპეციალური პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს
ზაალ ანჯაფარიძე: საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული
არქივი