თამთა მეგრელიშვილი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხალხმა იცოდეს სიმართლე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ გუნდის პოლიტიკურ მიზანს - ქვეყანაში იყოს მშვიდობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 15 სექტემბერი 2021, 19:38

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხალხმა იცოდეს სიმართლე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ გუნდის პოლიტიკურ მიზანს - ქვეყანაში იყოს მშვიდობა, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ზომები მიიღოს.

„როცა სათქმელი და შესათავაზებელი არაფერი გაქვს, როგორმე უნდა მიხვიდე 3 ოქტომბრამდე, ანუ ისღა დაგრჩენია, ყველაფერი გააკეთო მშვიდი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი გარემოს დასამძიმებლად.
როგორ?! უნდა გადაუარო ეკლესიას და არ უნდა შეეგუო არჩევნების შედეგს - დამარცხებას!
საჭიროა მსხვერპლი?! მსხვერპლი უნდა გამოიძებნოს თუნდაც საკუთარი მეგობრების, მომხრეების რიგებიდან!
„გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ „საჭიროა მსხვერპლი“.
ეს ნაცპარტიის ახალგაზრდული დამოკიდებულდამოუკიდებელი ორგანიზაციებისადმი სააკაშვილის პირდაპირი დავალებაა.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება
ქართველმა ხალხმა იცოდეს სიმართლე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
ამ გუნდის პოლიტიკურ მიზანს - ქვეყანაში იყოს მშვიდობა.
დიახ, ამ პირობებში ვალდებულებაა ნაციონალური მკვლელების მხილება, რათა გვახსოვდეს, რომ სისხლსა და გვამებზე დაგეშილ ადამიანებთან გვაქვს საქმე.
მათ არ აინტერესებთ ხალხის ბედი, მათ შორის არც მათი ფანატიკოსი ამომრჩევლების.
მათთვის მთავარია დაიბრუნონ თანამდებობებით მიღწეული კომფორტი და განუკითხაობის დრო.
დღეს ლექსო, ხვალ ვინმე ახალგაზრდა გოგო, იქნებ ორსულიც, ზეგ ბავშვები და თუნდაც თანამებრძოლთა რიგებიდან...
მსხვერპლი მსხვერპლია, როცა ამას მიშას პოლიტიკა ითხოვს.
მიხეილ სააკაშვილის მიერ სისხლიანი პოლიტიკისთვის გაღებული შავი ფული ტყუილა არ იხარჯება.
გაჟღერებული ინფორმაციით ახლა ზუსტად ვიცით თუ რა სცენარით მოქმედებს და იმოქმედებს გვამების მოყვარული ძალა.
ზუსტად ვიცით, რას უნდა ველოდოთ.
დროც გვაქვს გავიაზროთ
რა გვინდა და რა არ გვინდა!
2 ოქტომბერს, ჩვენი მშვიდობიანი მომავლისთვის დიდი, ძალიან დიდი გადაწყვეტილებაა მისაღები“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას
ანდრიუს კალინდრა - გვჯერა,საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც გაფართოების განახლებულ პროცესს შეეხებ
საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია
ირაკლი კობახიძე: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ
არქივი