მეუფე ნიკოლოზი - ეს არის იერიში არა მარტო საპატრიარქოზე, ეს არის იერიში ქვეყანაზე, თითოეულ ადამიანზე, რიგით მოქალაქეზე, დაგვიწესდა, რომ ყოველი არჩევნების წინ რაღაც სიბინძურე ქვეყნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 15 სექტემბერი 2021, 20:06

ეს არის იერიში არა მარტო საპატრიარქოზე, ეს არის იერიში ქვეყანაზე, თითოეულ ადამიანზე, რიგით მოქალაქეზე, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„იმის მაგივრად, რომ გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რაშიც ყველანი ვართ, დაგვიწესდა, რომ ყოველი არჩევნების წინ რაღაც სიბინძურე ქვეყნდება. არ შევხედოთ - ეს არის ერთადერთ (გამოსავალი). ეს არ არის ფინალური მოქმედება. ეს არის თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე და უფრო სწორად, თავდასხმის ანონსი. სავარაუდოდ, გვეუბნებიან, რომ ჭკუით უნდა ვიყოთ, თორემ უარესი მოგვივა. უარესი არაფერი მოგვივა“, - განაცხადა მეუფემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი