,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იგი კიბის მოაჯირიდან გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 15 სექტემბერი 2021, 20:43

ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი, რომელიც არხის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს, ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და იგი კიბის მოაჯირიდან გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა.

,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი კიბიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.

კლინიკის ექიმის, სოსო ჩიბირაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს მენჯ-ბარძაყის დაჟეჟილობა აღენიშნება.

,,პირველადი დათვალიერებით, იკვეთება მენჯ-ბარძაყის სახსრის ტრავმა და მარცხენა იდაყვის არეში ეკსკორაცია. ამჟამად უტარდება კვლევები - ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევა, შესაბამისად, ზუსტი პასუხი გვექნება კვლევების დასრულების შემდგომ, თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პირველადი დათვალიერებით არ იკვეთება მოტეხილობა, დაჟეჟილობის სურათია“, - განაცხადა ჩიბირაშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
არქივი