სააკაშვილი ამჯერად, პოლიციას მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 15 სექტემბერი 2021, 21:27
მინდა მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს, განსაკუთრებით ამ სკანდალების ფონზე, როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესის და კანონის დარღვევით, პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„მინდა მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს, განსაკუთრებით ამ სკანდალების ფონზე, როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესის და კანონის დარღვევით, პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის, რადგან პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს და ასეთი რაღაცები კანონით რეგულირდება. ვიცით, რომ „ოცნების“ მხარდამჭერ კრიმინალებს არ გაკარებინებენ ხელს, სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მოგცემთ ნებართვას, ასე იყო ავსტრალიელის მკვლელზე და უამრავ სხვა ადამიანზე. ვიცი, რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს, როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი „გაიშნიკებით“ მოძრაობის რეგულირებას, - ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე.

ისევე როგორც არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი და ასევე, პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან, დარჩა 350 ლარის დონეზე, რაც უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი. ყველას გვესმის, რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, ახლა მთავარია მას არ ჩავყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს, პენსია უნდა გაიზარდოს 1000 ლარამდე, მე გამიკეთებია და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციისკენ წასვლის. ცოტაც კიდევ გაძელით, ჩემო მეგობრებო, რადგან მე კარგად ვიცი, რომ ბევრი თქვენში არის პატრიოტი. ეს კოშმარი, რომელიც მთელ საქართველოს ეხება, თქვენც გეხებათ, სრულიად მალე დასრულდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი