მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი და ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 15 სექტემბერი 2021, 21:54

რეფორმების პროცესი და საქართველოს ერთგულება რეფორმებისადმი ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და დაგვიმტკიცებია. საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას და ასეთივე წარმატებით გააგრძელებს ამ პროცესს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მობილიზება, რათა შევძლოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება.

„ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი და ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად, რათა ვისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე. არჩევნების შემდეგ უკვე მზად ვიქნებით განვსაზღვროთ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს სჭირდება 2024 წელს განაცხადის გასაკეთებლად. ასევე განვსაზღვრავთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებით გაიაროს ის რთული გზა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. ამ პროცესში მეგობრების და პარტნიორების დახმარება გვჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების მობილიზება, რათა შევძლოთ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა
კახა კახიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ქალის პატივისცემაზე, არავის გახსენებია „იმედის“ ჟურნალისტი - ქალბატონი იდგა და უკნიდან მამაკაცები აგინებდნენ და რას არ აკეთებდნენ, ყველანაირად ძალადობდნენ
არქივი