გიორგი გახარია - რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
191 15 სექტემბერი 2021, 23:15
რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები სუს-დან გიორგი გახარიამ და ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გაიტანეს. 

 „სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში „ოცნებას“ ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონდ თავის პასუხისმგებლობას როგორმე გაექცეს, თან ირიბად დააბრალოს. მერე, რომ ეტყვი „მაბრალებ,“ მან თქვას, რომ „მე ეს არ მიგულისხმია.“ თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. იმ ადამიანების გვარებს, რომელსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების, - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის, - ეს ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ემსახურებიან ამ ქვეყანას წლების განმავლობაში და ბევრმა მათგანს, ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც ამ ხალხს. ამ ხმამაღალი განცხადებების, რომ წესრიგს დაამყარებენ და რაღაცას იზამენ, არავის ეშინია, პირიქით, - დროზე დაიწყონ გამოძიება და იმის მაგივრად, რომ ერთი დღის დაწყებულ გამოძიებაზე, თანამდებობის პირები ეწყობიან, პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული, ირიბ მინიშნებებს რომ აკეთებენ, ამას ჰქვია ბინძური, ნეგატიური პროპაგანდა არჩევნების წინ, რადგან სხვა რესურსი არ აქვთ. საქმეზე ლაპარაკი ხომ არ უნდათ და არ შეუძლიათ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ ჭორაობა და მუქარაა. გადაეცით, რომ მათი მუქარის არავის ეშინია, განსაკუთრებით იმ მუქარების, რომლებსაც ტყუილებით და ჭორებით ამაგრებენ.

ამის წინ იყო და სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. გახარია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს მიშა სააკაშვილთან და პოლიციელებთან ერთადო. ახლა ეს ახალი რაღაც მოიგონეს. ერთ ვერსიას მაინც ჩაეჭიდეთ და ბოლომდე მაინც მიიყვანეთ. ამ უსუსურობის ყურება უბრალოდ არის შეუძლებელი. ამასთან ერთად, დღეს აქედან, დღევანდელი „ოცნების“ ბოსები გამოვარდნენ და ჩვენს სახელებს და გვარებს აბრახუნებენ, იქითა მხრიდან მიშა სააკაშვილი გამოვარდა და რაღაც სულელურ ნარატივს ავითარებს. ერთმანეთს ეხმარებიან და სულ უფრო და უფრო, არჩევნებამდე, რაც მივალთ, ჩვენი მოსახლეობა დაინახავს, რომ ერთი არის გუშინწინდელი დღე. „ოცნება“ დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ გუშინწინდელ დღეში დაგვაბრუნოს. არ გვინდა ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი