მარინა კალიურანდი - ესაუბრეთ ამომრჩეველს, აუხსენით მათ თუ რატომ უნდა წავიდნენ არჩევნებზე, ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში ამას ვეტყოდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
128 15 სექტემბერი 2021, 23:22

ვისაუბრე მაკა ბოჭორიშვილთან. ბევრ თემას შევეხეთ და რა თქმა უნდა არჩევნებს. ყოველთვის მოხარული ვარ კოლეგებთან საუბრით. ჩემი სურვილი, რჩევა და რეკომენდაცია ყველასთვის ერთია. ესაუბრეთ ამომრჩეველს, აუხსენით მათ თუ რატომ უნდა წავიდნენ არჩევნებზე. მე ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში ამას ვეტყოდი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„თქვენ იმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში და ამ პერიოდში ხალხთან ლაპარაკი ყველაზე მნიშვნელოვანია.ეს გააკეთეთ მშვიდად, არ მიმართოთ სიძულვილის ენას და ბინძურ კამპანიას. თქვენი მთავარი მიზანი და გზავნილი უნდა იყოს აგებული იმაზე, რომ პატივს სცემთ არჩევნების შედეგებს თუ შედეგებს ცნობს და აღიარებს ოდირი“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი