ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაბრუნებულიყო საქართველოში, გახარია ქვეყანას უღალატებდა და გუნდიდან „გაიპარებოდა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 17 სექტემბერი 2021, 23:12
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაბრუნებულიყო საქართველოში, გახარია ქვეყანას უღალატებდა და გუნდიდან „გაიპარებოდა“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მე გაგიშლით ორ ვერსიას, ერთი ჰიპოთეტური ვერსია, როდესაც გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ პრემიერ - მინისტრი და მეორე რეალური ვერსია, როცა ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი. ერთ შემთხვევაში მოადგა მიხეილ სააკაშვილი საზღვარს და ამ დროს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იპარება გუნდიდან და ღალატობს ქვეყანას და საკუთარ გუნდს და მიდის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ეს არის ერთი ვერსია. მეორე ვერსია არის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს ის დგას თავის მოწოდების სიმაღლეზე, ის აღასრულებს კანონს და ის რჩება გუნდის ერთ-ერთ ღირსეულ ლიდერად. საზოგადოებას შეუძლია იმსჯელოს, ერთ და მეორე პრემიერს შორის რომელია ღირსეული და რომელს არ აქვს ღირსება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმის გამო, რომ გუნდში მოღალატე ჰყავდათ, „ქართული ოცნება“ დამნაშავეა, თუმცა ეს წინასწარ ვერ ეცოდინებოდათ.

„დამნაშავე ვართ, ვაღიარებთ... ეს ხომ ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით. ჩვენ ხომ რაღაც მოვლენებს ვაკვირდებოდით. როცა იმუნიტეტის მოხსნა იყო, ის ყველაზე დამაჯერებლად ითხოვდა. რაც შეეხება იმ მოვლენებს, რაც განვითარდა თებერვალში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარი პროგნოზის საშუალება, ბუნებრივია, ვერ გვექნებოდა, მაგრამ ასე განვითარდა მოვლენები. ჯერ გუნდისგან მკაცრად მოითხოვა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა. ეს იმუნიტეტი მოიხსნა 16 თებერვალს და 17-ში გადათქვა უკვე საკუთარი პირობა, რომელიც მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობას მისცა და 18 თებერვალს მოღალატეობრივად დატოვა გუნდი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი