ექიმი, რომელმაც გახარიას მტკიცებით ნარკოტესტი ჩაუტარა, ვენაში დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 18 სექტემბერი 2021, 19:36

ტელეკომპანია POSTV ავსტრიაში, RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა.

კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზირდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.

ტელეკომპანია POSTV- ის ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ამ მიმართულებით ინფორმაციას არ ფლობს.

ასევე, RUDOLFINERHAUS-ის სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ საიტზე ნარკოლოგიური შემოწმების სერვისზე ინფორმაცია არ იძებნება.

შეგახსენებთ, რომ პარტიის - „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქ. ვენაში ჩაიტარა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი