ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული ციკლისთვის შესაძლოა, აცრის მესამე დოზა გახდეს საჭირო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 18 სექტემბერი 2021, 22:05

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) საშუალებებით ვაქცინაციის სრული ციკლისთვის შესაძლოა, აცრის მესამე დოზა გახდეს საჭირო.

„ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება“, – აღნიშნა ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში.

ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, იგი ვაქცინაციის პროცესში დამატებით, მესამე დოზის გაკეთებას უჭერს მხარს.

მისი თქმით, საკითხის შესწავლისას სავსებით შესაძლებელია, რომ ვაქცინირების სწორი რეჟიმი, მინიმუმ მ-რნმ ვაქცინებისთვის (მაგალითად, „ფაიზერისთვის“) ვაქცინირებისას ორი დოზის შუალედი სამიდან ოთხ კვირამდე, ხოლო მესამე დოზის გაკეთების თარიღი რამდენიმე თვეში იყოს.


ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში, ამიტომ, რთულია პროგნოზირება, თუ როდის დასრულდება პანდემია, მაგრამ არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა
წყალარინების ქსელის მოწყობა - მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს
სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა
არქივი