ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 19 სექტემბერი 2021, 14:47

აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი ბრძოლისთვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება, - ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

ადვოკატის განმარტებით, საქმე „მთავარი არხის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტს ეხება, სადაც ითქვა, რომ თითქოს ოთარ ფარცხალაძე მკვლელობაში ბრალდებულს მფარველობს.

მოსიაშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი არც ერთი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

„გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც „მთავარ არხზე“ გავიდა, გახლდათ ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი იმ ფაქტისა, რომ დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც ადამიანს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირთა მფარველობას ერთი მხრივ ვაბრალებთ და მეორე მხრივ, ამის რამე კონტრარგუმენტი არ არსებობს. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი ბრძოლისთვის, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ ოთარ ფარცხალაძის მიმართ უნდა დამთავრდეს არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციების გავრცელება“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი