ევროკავშირი რუსეთში ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 20 სექტემბერი 2021, 23:29
ევროკავშირი რუსეთში ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი წუხს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, შეეზღუდა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი და ფორმატი, რის გამოც მისიის ადგილზე განთავსება არ მომხდარა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების წინა პერიოდში რუსეთში გაიზარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლა, რის გამოც რუს ამომრჩევლებს შეზღუდული არჩევანი ჰქონდათ.

ევროკავშირის შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცე სულ უფრო მცირდება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ნეგატიური მოვლენები.

„რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მას ეკისრება გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ბრიუსელში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის სახელმწიფო დუმის, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებასა და მიზნებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი