შალვა პაპუაშვილი - ის, რაც რაც დმანისში მოხდა, სამწუხაროდ არის იმის შედეგი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემზადება არჩევნებისთვის, მათთვის 2 ოქტომბერი არ არის რაიმე ნიშნული. მათ სჭირდებათ ეს არჩევნები, როგორც საბაბი იმისთვის, რომ შემდგომ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 23 სექტემბერი 2021, 00:26

ის, რაც დმანისში მოხდა, სამწუხაროდ არის იმის შედეგი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემზადება არჩევნებისთვის, მათთვის 2 ოქტომბერი არ არის რაიმე ნიშნული. მათ სჭირდებათ ეს არჩევნები, როგორც საბაბი იმისთვის, რომ შემდგომ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და ამ საბაბისთვის სწორედ ასეთი ინციდენტები სჭირდებათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

მან გაიხსენა ხელვაჩაურში მომხდარი ინციდენტი, როდესაც მისი თქმით, მერობის კანდიდატი მმართველი პარტიის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მივიდა და მის ჩაშლას შეეცადა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს შტაბებს, რომ არჩევნებამდე 10 დღე რჩება და რთული იქნება ეს პერიოდი, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ წავა ყველაფერზე იმისთვის, რომ გამოიწვიოს ასეთი ინციდენტები. უნდა გავუძლოთ ამას ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ მოთმინება პირველ რიგში და ასევე ყველაფრის დაფიქსირება ტელეფონით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი